საგზაო-საკომენდანტო სამსახური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგზაო-საკომენდანტო სამსახური – საკომენდანტო სამსახურის ნაირსახეობა, რომელიც ეწყობა სამხედრო-საავტომობილო გზებზე ჯარების მოძრაობის უწყვეტი გადაადგილების, ამ გზებზე დისციპლინის დამყარების, საგზაო მოძრაობის წესების და შენიღბვის ღონისძიებების კონტროლის მიზნით.

საგზაო-საკომენდანტო სამსახური ხორციელდება სამხედრო პოლიციის ნაწილების (ქვედანაყოფების) ძალებითა და საშუალებებით. ამასთან გზებზე ინიშნება საგზაო-საკომენდანტო მონაკვეთები, იხსნება სადისპეტჩერო პუნქტები, რეგულირების საგუშაგოები და უზრუნველყოფის პუნქტები (სასურსათო, გასამართი, ტექნიკური და სამედიცინო დახმარების, დასვენების და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები