სადუკეველნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადუკეველნი - ძვ.წ.აღ. II საუკუნეში, როცა იუდეაში დამკვიდრდნენ რომაელები, იუდეველებმა ბერძნულის გავლენით დაიწყეს იუდაიზმის შესწორება ფილოსოფიური თვალსაზრისით და შეეცადნენ მოსეს რჯულის რაციონალურ გაგებას. ამით მათ უარყვეს საღმრთო გადმოცემები, სულის უკვდავება, მკვდრეთით აღდგომა და საერთოდ სულიერი სამყარო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წესების შესრულებას. იუდეველთა ეს ნაწილი სადუკეველებად იწოდებოდნენ. მათ რიგებში შედიოდნენ მდიდარი, გავლენიანი პირები, მათი რიცხვი შედარებით ცოტა იყო. სადუკეველებს დაუპირისპირდნენ ფარისევლები (იხ. „ფარისეველი“).


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები