სადღობელაშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო სადღობელაშვილი

სადღობელაშვილი ნინო − (1980), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი. დაიბადა თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის 149-ე საჯარო სკოლა. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი). მუშაობდა საპატრიარქოს რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში; ასევე − პედაგოგად. 2006 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ბამბაზიის სამოთხე“. 2007 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში დაიდგა მისი პიესა „ბამბაზიის სამოთხე“. 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული: „შუაღამის იავნანა” (2008).


გაიფოთლა ქარები
გაიფოთლა ქარები.
დაჩნდა ნიაღვარები,
საით უნდა წახვიდე
ან რომელი მხრიდან!
ესეც შენი სამოთხე,
ესეც შენი სამოთხე.
შენი საიმოცნებო,
ლურჯო სერაფიტა!..
ვისი მზისთვის მღეროდი,
განთიადებს ელოდი,
ნაკადულებს შველოდი
წასკდომოდნენ მიწას...
ესეც შენი სიმღერა,
გული გადაიღერა,
უხმოდ მღერას ვინ ისმენს,
სხივო სერაფიტა!..
მთვარემ შუქი გალია...
გაჭირდება ძალიან
ძვლებზე შემონაცვამი
ნაზამთრალი მიწა.
შენს ბაღში რომ კვალია
თეთრი იასამანის,
ჯვარს იწერდა სისხამზე
შენი სერაფიტა..
ჟამი მიაქვს ქარავნებს..
დრო რომ მოგი პარავდეს!
დრო რომ დაგიფარავდეს
ხმელეთითა და ზღვითა!
საით შენი ოცნება,
საით შენი სამოთხე,
საით გაგიწევია,
ლურჯო სერაფიტა!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები