საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Arisf

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ასოციაცია (ARISF) - აერთიანებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

ARISF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ზამთრის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, ასევე, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალურ ასოციაციასთან (GAISF) დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

AIOWF-ი მიზნებში შედის: მის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხარდაჭერა, ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და სხვ. AIOWF-ი თავის წარმომადგენლებს წარადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კომისიებში და სათათბიროსაკონსულტაციო ინსტიტუტებში.

ასოციაციას მართავს პრეზიდენტისგან და ოთხი წევრისგან შემდგარი საბჭო, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა ფედერაციას წარმოადგენენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ასოციაციის (ARISF) წევრები

  • აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია (FAI)
  • ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IFAF) (დროებითი)
  • საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA)
  • ბენდის საერთაშორისო ფედერაცია (FIB)
  • საბილიარდო სპორტის მსოფლიო კონფედერაცია (WCBS)
  • ბულის სპორტის მსოფლიო კონფედერაცია (CMSB)
  • მსოფლიო ბოულინგი (WB)
  • ბრიჯის მსოფლიო ფედერაცია (WBF)
  • ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE)
  • კრიკეტის საერთაშორისო საბჭო (ICC)
  • საცეკვაო სპორტის მსოფლიო ფედერაცია (WDSF)
  • ფლორბოლის საერთაშორისო ფედერაცია (IFF)
  • მფრინავი დისკის მსოფლიო ფედერაცია (WFDF)
  • აისშტოკის საერთაშორისო ფედერაცია (IFI)
  • კორფბოლის საერთაშორისო ფედერაცია (IKF)
  • მაშველთა საერთაშორისო ფედერაცია (ILS)
  • სამოტოციკლეტო საერთაშორისო ფედერაცია (FIM)
  • ალპინისტური ასოციაციების საერთაშორისო კავშირი (UIAA)
  • ნეთბოლის საერთაშორისო ფედერაცია (INF)
  • ორიენტირების საერთაშორისო ფედერაცია (IOF)
  • ბასკური პელოტას საერთაშორისო ფედერაცია (FIPV)
  • პოლოს საერთაშორისო ფედერაცია (FIP)
  • მოტონავტიკის საერთაშორისო კავშირი (UIM)
  • რაკეტბოლის საერთაშორისო ფედერაცია (IRF)
  • სამბოს საერთაშორისო ფედერაცია (FIAS)
  • სათხილამურო მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაცია (ISMF)
  • სპორტული ცოცვის საერთაშორისო ფედერაცია (IFSC)
  • სქვოშის მსოფლიო ფედერაცია (WSF)
  • სუმოს საერთაშორისო ფედერაცია (ISF)
  • ბაგირის გადაძალვისსაერთაშორისო ფედერაცია (TWIF)
  • წყალქვეშა მოქმედებათა მსოფლიო ფედერაცია (CMAS)
  • წყლის თხილამურებისა და ვეიკბორდის საერთაშორისო ფედერაცია (IWWF)
  • უშუს საერთაშორისო ფედერაცია (IWUF)


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები