საერთაშორისო საზღვაო სამართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო საზღვაო სამართალი – იმ სამართლებრივი ნორმების და პრინციპების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს მსოფლიო ოკეანის კვლევის და გამოყენების საქმეში. როგორც საერთაშორისო სამართლის დარგი, ეფუძნება მის საერთო დებულებებს, მაგრამ აქვს თავისი სპეციფიკური პრინციპები, როგორიცაა: სახელმწიფოების თანაბარი უფლება მსოფლიო ოკეანეების გამოყენების საქმეში, სახელმწიფოს განსაკუთრებული იურისდიქცია თავისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე და სხვა. ძირითადი ყოვლისმომცველი დოკუმენტი – საზღვაო სამართლის 1982 წლის გაეროს კონვენცია. კონვენცია ვრცელდება სამხედრო გემებზეც. კერძოდ, იმუნიტეტით სარგებლობენ სამხედრო და სხვა ტიპის გემები, რომლებსაც გამოიყენებენ არაკომერციული მიზნებით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც გემი არღვევს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების მშვიდობიანი გადალახვის ნორმებს. საერთაშორისო საზღვაო სამართალის სუბიექტები არიან სახელმწიფოები და საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები