საერთაშორისო სრუტეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სრუტეები – ბუნებრივი ზღვის ვიწრობები, რომლებიც საერთაშორისო ნაოსნობისათვის გამოიყენება და ღიაა გემების (ხომალდების) გასასვლელად ყველა დროშის თანასწორობის პრინციპის საფუძველზე (გიბრალტარის, ლა-მანშის, პა-დეკალეს, სინგაპურის და სხვა). განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბალტიის და შავი ზღვის სრუტეები, რომელთა რეჟიმი განსაზღვრულია საერთაშორისო შეთანხმებებით.

საერთაშორისო სრუტეების სამართლებრივი რეჟიმის სხვადასხვა სახეობა ასახულია გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები