საერთო-საჯარისო ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო-საჯარისო ბრძოლაბრძოლა, რომელშიც მონაწილეობენ სახმელეთო ჯარების სხვადასხვა გვარეობის და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობის ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები, რომელთაც აერთიანებს ერთიანი ჩანაფიქრი და გეგმა, შეთანხმებული მიზნის, დროისა და ადგილის მიხედვით.

მოწინააღმდეგის განადგურებას აღწევენ ყველა სახეობის იარაღის ცეცხლით, ჯარების (ძალების) აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებით, პირადი შემადგენლობის მორალური და ფიზიკური ძალების მაქსიმალური დაძაბვით. საერთო-საჯარისო ბრძოლა შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები