საერთო კურსი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო კურსი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში – საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საერთო კურსის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო 1990-იან წლებში ყოფილ იუგოსლავიაში წარმოქმნილმა კონფლიქტებმა.

საერთაშორისო მასშტაბით ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი პრინციპები ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა მაასტრიხტის ხელშეკრულებით (1993) და შემდგომ ამსტერდამის ხელშეკრულებით (2009). აღნიშნული კურსის რეალიზაციისათვის 2009 წელს შეიქმნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინსტიტუტები. ევროპული კავშირის მიერ ამ კურსის რეალიზაციის ამოცანებია:

1. გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად, საერთო ფასეულობების, ძირითადი ინტერესების, დამოუკიდებლობის და ევროპული კავშირის მთლიანობის დაცვა;
2. ევროპული კავშირის უსაფრთხოების განმტკიცება;
3. საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება და მშვიდობის შენარჩუნება;
4. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
5. დემოკრატიის, სამართლის, ადამიანის უფლებების განვითარება და განმტკიცება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები