საზენიტო-სარაკეტო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზენიტო-სარაკეტო ჯარებისაჰაერო თავდაცვის ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია ჯარების დაჯგუფებების მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრების, სამრეწველო-ეკონომიკური და სხვა ობიექტების საჰაერო თავდაცვისათვის.

შეიარაღებულ ძალებში საზენიტო-სარაკეტო ჯარები მეტწილად სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია. საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და ქვედანაყოფები არის აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებში.

საზენიტო-სარაკეტო ჯარების შეიარაღებაზე არის სხვადასხვა სიშორის სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული და მოძრავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (სისტემები). ისინი ამოცანებს ასრულებენ საზენიტო არტილერიასთან, გამანადგურებელ ავიაციასთან, რადიოტექნიკურ ჯარებთან, რადიოელექტრონული ბრძოლის ნაწილებთან ურთიერთქმედებით და დამოუკიდებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები