საზღვაო-სადესანტო ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო-სადესანტო ოპერაცია – მიზნის, ამოცანების, ადგილის და დროში შეთანმებული მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ნაპირზე შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით. სახმელეთო ძალების გაერთიანების და ფლოტის ძალების ერთობლივი ოპერაცია განხორციელებული შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან და ჯარების გვარეობებთან ურთიერთქმედებით. დაჯგუფების ოპერაციის (ფლოტის ოპერაციის) ან სტრატეგიული ოპერაციის შემადგენელი ნაწილი.

საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს:

  • ზღვის სანაპიროს სრუტიანი ზონების, მსხვილი კუნძულების და მნიშვნელოვანი რაიონების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, პორტების და სხვა სანაპირო ობიექტების ხელში ჩაგდება;
  • სახმელეთო ჯარებისთვის ხელშეწყობა საზღვაო მიმართულებებზე მოწინააღმდეგის დაჯგუფების გასანადგურებლად, თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების საწარმოებლად;
  • ფლოტის ძალების ბაზირების გაუმჯობესება.

საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მიზნიდან გამომდინარე, მისი წარმოების დროს შეიძლება გადაისხას ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ოპერატიულ-სტრატეგიული საზღვაო დესანტები.

საზღვაო-სადესანტო ოპერაცია მოიცავს:

საზღვაო-სადესანტო ოპერაცის ხელმძღვანელობა ეკისრება საერთო-საჯარისო გაერთიანების სარდლობას, ცალკეულ შემთხვევაში – სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაერთიანების სარდლობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები