საზღვაო მიმოსვლების თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო მიმოსვლების თავდაცვა – ფლოტის ძალების საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება დამოუკიდებლად ან შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების შენაერთებთან (ნაწილებთან) ურთიერთქმედებით. მათი მიზანია, უზრუნველყოს ზღვით ჯარების უსაფრთხო გადაყვანა, ასევე შეიარაღების, მატერიალური საშუალებების გადაზიდვა ზღვისპირა დაჯგუფების ჯარების, ფლოტის, ეკონომიკის ინტერესებისათვის. საზღვაო მიმოსვლების თავდაცვა ითვალისწინებს ისეთი სხვადასხვა გვარეობის ძალების მიზიდვას, როგორიცაა: წყალქვეშა ნავების და წყალზედა ხომალდების შენაერთები; საზღვაო ავიაციის ნაწილები; საზღვაო სადაზვერვო-დამრტყმელი სისტემები და კომპლექსები; სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარების ნაწილები; ფლოტის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის შენაერთები და ნაწილები; ფლოტის და უმაღლესი მთავარსარდლობის საჰაერო არმიის შენაერთები და ნაწილები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები