საზღვაო სტრატეგიული ბირთვული ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო სტრატეგიული ბირთვული ძალები – სტრატეგიული ბირთვული ძალების საზღვაო კომპონენტი, რომელიც განკუთვნილია სტრატეგიული ბირთვული ძალების ოპერაციებში ამოცანების გადასაწყვეტად. ჰყავს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს.

საზღვაო სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი ელემენტია ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავები.

XX საუკუნის 90-იანი წლების დამლევს ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების საერთო რიცხვმა მიაღწია 73-ს, ბალისტიკური რაკეტების – 1200-ზე მეტი იყო, საბრძოლო მუხტებისა – 7200-ზე მეტი. საზღვაო სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარება დაიწყო XX საუკუნის 50-იანი წლების შუახანებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები