საინჟინრო უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო უზრუნველყოფა – იმ საინჟინრო ღონისძიებების და ამოცანების კომპლექსი, რომლებიც სრულდება ჯარებისათვის (ძალებისათვის) ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, მათი დროული და ფარული დაწინაურების (წინ წაწევის), გაშლის, მანევრის მოწყობის, საბრძოლო ამოცანების შესრულების, დაზიანების სხვადასხვა საშუალებებისგან დაცვის გაძლიერების მიზნით, აგრეთვე მოწინააღმდეგისთვის დანაკარგის მისაყენებლად და მოქმედებების გასაძნელებლად. ის არის ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა.

საინჟინრო უზრუნველყოფაში შედის:

  • საინჟინრო დაზვერვა;
  • ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა;
  • ობურებში გასასვლელების გაყვანა და ამ გასასვლელების მოვლა–შენახვა;
  • ბირთვული ნაღმების განადგურება (გაუვნებელყოფა);
  • ადგილმდებარეობის და ობიექტების განაღმვა;
  • მოწინააღმდეგის სადაზვერვო–სასიგნალო ხელსაწყოების განადგურება;
  • მოძრაობის, მიწოდების და ევაკუაციის გზების მომზადება და მოვლა–შენახვა;
  • წყლის დაბრკოლებების გადალახვის დროს გადასასვლელების მოწყობა და მოვლა–შენახვა;
  • წყლის მოპოვება და წყალმომარაგების პუნქტების მოწყობა;
  • შენიღბვის საინჟინრო ღონისძიებები;
  • ჯარების მიერ ნგრევის, დატბორვის და ხანძრების რაიონების გადალახვის უზრუნველყოფა;
  • მოწინააღმდეგის მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემების მოგერიება და მის მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების და ტექნოგენური კატასტროფების შედეგების ლიკვიდაცია და სხვა.

საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანებს ასრულებენ ყველა გვარეობის ჯარების (ძალების), სპეციალური ჯარებისა და ლოგისტიკის ძალები. ყველაზე რთულ ამოცანებს, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ მომზადებას, ასევე საინჟინრო–საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის გამოყენებას ასრულებენ საინჟინრო ჯარები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები