საკონცენტრაციო ბანაკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონცენტრაციო ბანაკები – პოლიტიკური, სოციალური, რასობრივი, რელიგიური და სხვა ნიშნის მიხედვით დაპატიმრებული ადამიანების ადგილსამყოფელი. დამახასიათებელია რეპრესიული რეჟიმებისთვის. გამოიყენება როგორც ძალადობრივი ანგარიშსწორების დაწესებულება. მისი დანიშნულებაა გარკვეული კატეგორიის პირების იზოლაცია ან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის განადგურება. პირველად შეიქმნა ინგლისელების მიერ XX საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ-აფრიკელ ბურებთან ომის დროს.

საკონცენტრაციო ბანაკებს ფართოდ იყენებდა II მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანია.

საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა ლიკვიდირებულ იქნა ფაშიზმის განადგურების შემდეგ, დაიგმო ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები