ზურაბიშვილი სალომე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სალომე ზურაბიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, საფრანგეთი, პარიზი) — საქართველოს მე-5 პრეზიდენტი 2018 წლლიდან, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004-2005. საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004. 2006-2015 წლებში იყო პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (საერთაშორისო ურთიერთობები). იცის ქართული, ფრანგული, ინგლისური (თავისუფლად) და იტალიური (სასაუბრო დონეზე) ენები. ყავს ორი შვილი.

სარჩევი

განათლება

დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერა

1974-2004 წლებში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (საელჩოები იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩადიში); საფრანგეთის წარმომადგენლობებში (გაერო, ნატო, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთო).
მუშაობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ეროვნული თავდაცვის გენერალურ სამდივნოში საერთაშორისო და სტრატეგიულ საქმეთა დირექტორად; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრატეგიულ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად.
2003 წელს დაინიშნა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, 2006 წლის 11 მარტს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“.
2010 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების მონიტორინგის ჯგუფს.
2016-2018 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.

საპატიო ჯილდოები

  • იტალიის ღირსების ორდენი
  • საფრანგეთის ღირსების ორდენი
  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი
  • პოლონეთის ღირსების ორდენი

ნაშრომები

  • „Que sais-je? La Géorgie“- Edition PUF, Paris, 1986.
  • „Une femme pour deux pays“ – Edition Grasset, Paris, 2006.
  • „საქართველოსკენ“ - გამომცემლობა „ლიტერა“, თბილისი, 2006.
  • „Les cicatrices des nations“- Edition Francois Bourin, Paris, 2008.
  • „La tragédie géorgienne“ – Edition Grasset, Paris, 2009.
  • „L’exigence démocratique“– Edition Francois Bourin, Paris, 2010.
  • Cahiers CERI Sciences Po N°4: La „démocratisation en Géorgie à l’épreuve des élections“, Paris, 2007.
  • Penser l’Europe: „What borders for Europe?“, Paris, 2007.
  • Cahier de Chaillot, Institute for security studies of the European Union (N° 102), Paris, 2007.

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები