სალუქვაძე მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამუკა სალუქვაძე

სალუქვაძე მამუკა – (1955 – 1997), ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა თბილისში, დედა – ინოლა გურგულია, მამა – ანზორ სალუქვაძე. ექვსი წლიდან წერდა ლექსებს. სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში, ფრანგული ენის განხრით. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში. 1975 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. თავად გამოსცა 5 კრებული: „ჰერბარიუმი“, „მოქცევა ქართლისა“, „ათი მცნება“, „ამაოება ამაოებათა“, „თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი“. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ გამოსცა: „რწმენა“, „იმპრესსიონ-შთაბეჭდილება”, ვიქტორ ჰიუგოს ლექსები „საოცარი ყვავილია პოეზია“ და ორტომეული. ავტორია 5 პიესის. მუშაობდა ჟურნალისტად, წამყვანად, რეჟისორად და რედაქტორად ტელე-რადიო დეპარტამენტში, ასევე დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეში“ და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ასევე გაზეთ „ბანკის“ და კულტურის სამინისტროს გაზეთ „ორიონის” რედაქტორად.


ანტუან ვინსენტ არნო
თარგმნა მამუკა სალუქვაძემ
ჩეროს ჩამონაცალო,
ფოთოლო ფერნაცვალო
საით მიხვალ? – არ ვიცი.
მუხა მეხმა დამეხა
და აწ ვარ აღარვისი:
ქროლით თავბრუ დამეხვა:
ნიავსა თუ ბორიას
ხეტიალს, თუ ბორიალ
დავყვები, დამარწევენ,
როდის რა ბედს ვეწევი,
როდის მთა-ბარს მაწვევენ,
როდის ტყე-ველს ვეწვევი,
თუმცა ნატანჯ-ნაწვალი,
ფერ და სახე ნაცვალი,
ვრჩები სულით უცვლელი...
და იქ მივალ ობოლი,
სადაც დაფნის ფოთოლი,
ანდა ვარდის ფურცელი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები