სამანევრო ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამანევრო ჯგუფი – ზოგიერთი ქვეყნის სასაზღვრო ჯარებში საბრძოლო ქვედანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე სასაზღვრო საგუშაგოსგან, აგრეთვე სხვა საბრძოლო ქვედანაყოფებისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. შეიძლება იყოს მოტოსამანევრო (ჯავშანტრანსპორტიორებზე და ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებზე) ან სადესანტო (მოიერიშე ვერტმფრენებზე).

სამანევრო ჯგუფის ძირითადი ამოცანებია დივერსიული ბანდების წინააღმდეგ ბრძოლა და საზღვრის მეორე მხრიდან უეცარი შემოჭრის მოგერიება, ბრძოლა სისხლისსამართლებლივ და პოლიტიკურ ბანდიტიზმთან, შეიარაღებულ კონტრაბანდასთან და საზღვრის მასობრივ დარღვევებთან, ცალკეული უბნების თავდაცვა საზღვარზე და სიღრმეში. ზოგიერთ შემთხვაში სამანევრო ჯგუფი გამოიყენება სარეიდო მოქმედების წარმოებისათვის. საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად შეიძლება გაძლიერდეს არტილერიით, ტანკებით, სხვა ძალებითა და საშუალებებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები