სამარიტელნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამარიტელნი - ბაბილონის მეფის - ნაბუქოდონოსორის მიერ იუდეას დაპყრობის შემდეგ მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს ბაბილონელებმა, რომლებიც შეერივნენ იუდეველებს და წარმოიშვნენ ე.წ. სამარიტელნი, რომელთა რელიგია იყო იუდაიზმი, მაგრამ დამახინჯებული წარმართობის ელემენტებით.

სამარიტელნი აღიარებდნენ ერთადერთ ჭეშმარიტებად მოსეს ხუთწიგნეულს, სწამდათ მაცხოვრის მოვლინება, რომელშიც ისინი ხედავდნენ წინასწარმეტყველს და მათი აზრით მესია აუხსნიდა მათ კანონებს და ასწავლიდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო ცხონებისათვის, ისინი თავისუფალნი იყვნენ ამპარტავნებისაგან. ამ თვისებით სამარიტელნი უფრო ახლოს იყვნენ ქრისტიანობასთან, ვიდრე იუდეველნი.

სამარიტელნი ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ დღესაც იუდეასა და გალილეას შორის, მათ თავიანთი ტაძარი ჰქონდათ გარისინის მთაზე (გრიზინის მთაზე), სადაც გარკვეული დროის მანძილზე ატარებდნენ ღმრთისმსახურებას მოსეს რჯულის თანახმად. ებრაელები ვერ იტანდნენ მათ, თუმცაღა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ისინი უფრო ჭეშმარიტ გზაზე იდგნენ, ვიდრე იუდეველები. ამაზე მიუთითებს უფალი იესო ქრისტე იგავში, „მოწყალე სამარიტელი“. როცა ნაცემი და გაძარცული ებრაელი თანამოძმეებმა არ შეიწყალეს და მას სამარიტელმა უპატრონა.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები