სამაშველო სამუშაოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამაშველო სამუშაოები – იმ ღონისძიებების სისტემა, რომლებიც ტარდება სპეციალურად ფორმირებული ქვედანაყოფებით ადამიანების, კულტურული ფასეულობების, საგანგებო სიტუაციის ზონაში ბუნებრივი გარემოს დასაცავად. ასევე საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

სამაშველო სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში დაზვერვა;
  • დაშავებულების ძებნა და დებლოკირება;
  • მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
  • დაზიანების ზონიდან ევაკუაცია და სასიცოცხლო უზრუნველყოფა.

სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ სამოქალაქო თავდაცვის ჯარები და ფორმირებები, საძიებო-სამაშველო სამსახურის, კატასტროფის მედიცინის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, შსს-ს და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, აგრეთვე საუწყებო სამაშველო სამსახურების ფორმირებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები