სამთვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამთვალა

სამთვალა - ხის ორიგინალური სასმისი, რომელიც წარმოადგენს სამ ერთმანეთზე მიკრულ განყოფილებას, რომლებიც შიგნით გახვრეტილია და სმის დროს სასმელი ზიარი ჭურჭლის პრინციპით ორიდან ერთ განყოფილებაში გადაედინება.

სამთვალას განვითარებული და დახვეწილი ტიპია თიხის მარანი (მარანი თიხისა). საქართველოს მთიანეთში სამთვალას იყენებდნენ სარიტუალო დღესასწაულების დროს. სამთვალას მსგავს სასმისს რაჭაში კვატუში ერქვა.





ლიტერატურა

მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები