სამობილიზაციო გაშლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამობილიზაციო გაშლა – იმ ღონისძიებების სისტემა, რომლებიც ომიანობის პერიოდის ორგანიზაციასა და საშტატო რიცხოვნობაზე შეიარაღებული ძალების, დაწესებულებების გეგმაზომიერი გადაყვანის მიზნით ხორციელდება.

შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო გაშლა არის მობილიზაციის შემადგენელი ნაწილი და მოიცავს: ჯარების (ძალების) გადაყვანას ომიანობის პერიოდის ორგანიზაციასა და შტატებზე, მათ დამატებით უზრუნველყოფას შეიარაღებით, ტექნიკით და სხვა მატერიალური საშუალებებით.

შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო გაშლის ყველა ღონისძიება მთლიანად და ცალ-ცალკე დეტალურად მუშავდება თითოეული შენაერთის, ნაწილის და დაწესებულების მიხედვით მშვიდობიანობის დროს და აისახება შესაბამის სამობილიზაციო გეგმებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები