სამოსწავლო საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოსწავლო საბჭო - შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გაუქმებული კავკასიის სამოსწავლო კომისარიატის ნაცვლად.

სამოსწავლო საბჭოს დებულების პროექტი შეადგინა და 1919 წლის 15 ივნისს განსახილველად წარუდგინა განათლების მინისტრს ა. ჯავახიშვილმა. დებულების პროექტი სამინისტრომ დაამტკიცა. ”სამოსწავლო საბჭო” პირველად 20 ივნისს შეიკრიბა. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მიხეილ ზანდუკელი, სარგის კაკაბაძე, ალ. ჯავახიშვილი, ე. ჭოღოშვილი, პ. დგებუაძე, კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ალ. ჯავახიშვილი, მდივნად - ს. კაკაბაძე.

სამოსწავლო საბჭოს „სამეცნიერო კომიტეტი“ უნდა ჩარიცხულიყო განათლების სამინისტროს შემადგენლობაში.მასში შედიოდნენ ცნობილი მეცნიერები, პედაგოგები, ხელოვნების მუშაკები.

სამოსწავლო საბჭოს ჰქონდა განყოფილებები: საზოგადო ისტორიის; საქართველოს ისტორიის; ქართული ენისა და ლიტერატურის; უცხოური ლიტერატურების; მათემატიკის; ფიზიკისა და ქიმიის; გეოგრაფიის; ბიოლოგიურ მეცნიერებათა; ჰიგიენის; ფილოსოფიური საგნების და სხვ. კომიტეტი შეადგინა განათლების სამინისტრომ. კომისიის წევრები გაწეული მუშაობისათვის გარკვეულ ჰონორარს იღებდნენ. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, ანაწ. 1, საქ. 37.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები