სამოქალაქო თავდაცვის ძალების დაჯგუფება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოქალაქო თავდაცვის ძალების დაჯგუფება – სისტემად გაერთიანებული ძალები და საშუალებები, განკუთვნილი საწარმოო ავარიების შედეგების ლიკვიდაციისთვის განსაკუთრებით ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები და საწარმოები, რომლებიც ძლიერმოქმედ მომწამლავ ნივთიერებებს იყენებენ. ამასთანავე სამოქალაქო თავდაცვის ძალების დაჯგუფებას იყენებენ კატასტროფების, სტიქიური უბედურების და ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ თანამედროვე შეიარაღების გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის, გადაუდებელი საავარიო-აღდგენითი და სამაშველო სამუშაოების შესრულებისთვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები