სამოქალაქო პერსონალი (შეიარაღებული ძალების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოქალაქო პერსონალი (შეიარაღებული ძალების) – მოსამსახურეები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობენ შეიარაღებული ძალების სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში და არ იმყოფებიან ნამდვილ სამხედრო სამსახურში.

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალით დაკომპლექტება ხორციელდება ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე. შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალის საშტატო რიცხოვნობას აწესებს მთავრობა, ხოლო სამხედრო თანამდებობების ნუსხას – თავდაცვის მინისტრი. მათ სამართლებრივ სტატუსს (სამართლებრივ მდგომარეობას) არეგულირებს შრომის სამართლის ერთიანი ნორმები, აგრეთვე სპეციალური კანონმდებლობა შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პერსონალის შრომისა და ანაზღაურების შესახებ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები