სამშვიდობო ღონისძიებებში ურთიერთქმედების ორგანიზების საგანგებო ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშვიდობო ღონისძიებებში ურთიერთქმედების ორგანიზების საგანგებო ჯგუფი – სამშვიდობო მოქმედებებთან დაკავშირებული პოლიტიკური და კონცეპტუალური საკითხების სფეროში პარტნიორების ძირითადი საკონსულტაციო, და ამ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკული მიდგომების დამუშავების, გამოცდილების გაზიარების სტრუქტურა.

საგანგებო ჯგუფის თათბირებზე ან სხვა ღონისძიებებში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ეს გამოიხატება ურთიერთქმედების მიღწევის, საერთო პრაქტიკული მიდგომების და სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერის საკითხებში. ჯგუფი ასევე აფართოებს კონტაქტებს გაეროსა და ეუთოსთან სამშვიდობო ღონისძიებების კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხების, ადრეული შეტყობინების ასპექტების, კონფლიქტების აღკვეთის სფეროში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები