სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი - ქვეყნის (ქვეყნების ჯგუფის) სამრეწველო კომპლექსის ნაწილი, რომელიც სპეციალიზებულია იარაღის, სამხედრო ტექნიკის მეცნიერულ შემუშავებასა და წარმოებაზე, ასევე ამ იარაღით და ტექნიკით შეიარაღებული ძალების და სახელმწიფოს სხვა შეიარაღებული ფორმირებების უზრუნველყოფაზე. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში, რეგიონში, სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის (ქვეყნების ჯგუფის) ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობები. თავის მხრივ, ომების მასშტაბის მატებამ, მეომარი მხარეების სამეცნიერო-ტექნიკური დაპირისპირების ზრდამ, გამალებულმა შეიარაღებამ და იარაღით ვაჭრობის გაფართოებამ ხელი შეუწყვეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სწრაფ განვითარებას, მის ფორმირებას ერთიან სოციალურ მოვლენად. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში განვითარებული ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებმა შეიძინეს მთელი რიგი მსგავსი ნიშან-თვისებები ორგანიზაციულ სტრუქტურაში, სამხედრო-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, მათ შორის არსებული სოციალური და ეროვნული განსხვავებების პირობებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები