სამხედრო აკადემია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო აკადემია(ბერძნული akademia – ადგილის სახელწოდება ათენთან ახლოს, სადაც იყო პლატონის სკოლა) – უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულება; სამხედრო განათლების სისტემაში წამყვანი სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ცენტრი.

ძირითადი დანიშნულებაა:

  • უმაღლესი სამხედრო განათლების მქონე მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადება;
  • უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-პედაგოგიური და სამეცნიერო კადრების, ასევე სამხედრო ინსტიტუტების და უნივერსიტეტებისათვის პედაგოგების მომზადება.


სამხედრო აკადემია შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და სამხედრო განათლების დახვეწის მიზნით აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს.

პირველად შეიქმნა XVIII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში. მრავალ სახელმწიფოში საწყის ეტპზე ძირითადი დანიშნულება იყო გენერალური შტაბებისთვის ოფიცრების მომზადება. მოგვიანებით დაიწყეს ჯარებისთვის ოფიცრების მომზადება და სამხედრო თეორიების შემუშავება.

სამხედრო აკადემია და მისი მსგავსი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები არსებობს მრავალ ქვეყანაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები