სამხედრო აღრიცხვა (მოქალაქეების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო აღრიცხვა (მოქალაქეების) – გასაწვევი და სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვის საერთო-სახელმწიფოებრივი სისტემა, სამხედრო ვალდებულების ერთ-ერთი ელემენტი. ჩვეულებრივ, ახორციელებენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტებით გათვალისწინებულია მოქალაქეების აღრიცხვა სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამხედრო მოსამსახურეების შემადგენლობისა და სამხედრო წოდებების, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების, სამხედრო თანამდებობის მიხედვით და სხვა.

სამხედრო აღრიცხვა აგრეთვე შეიცავს ცნობებს საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სამოქალაქო სპეციალობის, ნასამართლობის შესახებ და ა.შ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები