სამხედრო დემოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დემოკრატია - საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის უძველესი ფორმა, რომელიც კანონზომიერად ყალიბდებოდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და სახელმწიფოს შექმნის საწყის ეტაპზე.

სახელწოდება „სამხედრო დემოკრატია“ პირველად გამოიყენა ამერიკელმა ეთნოლოგმა, მეცნიერმა ლ. გ. მორგანმა ნაშრომში „ძველი საზოგადოება“ (1877). იგი ნიშნავს სამხედრო ბელადების ძალაუფლებას პირველყოფილი კოლექტივიზმის და დემოკრატიის ნიშნების პირობებში: სახალხო კრებებს, უხუცესთა საბჭოებს და სხვა.

ომის დროს მეომარი ხდებოდა ყველა მამაკაცი, რომელსაც შეეძლო იარაღის ტარება; მხედართმთავარს ირჩევდა სახალხო კრება. თანდათან რაზმი არმიის ბირთვად ყალიბდებოდა; მხედართმთავრის ამალა და უხუცესების საბჭო ახალჩასახული სახელმწიფოებრიობის საფუძველს წარმოადგენდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები