სამხედრო დიქტატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დიქტატურა - სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფის ან პირთა ვიწრო წრის ძალაუფლება, რომელიც ხორციელდება პირდაპირი ან არაპირდაპირი შეიარაღებული ძალადობის აქტიური გამოყენებით. როგორც წესი, არ სარგებლობს ხალხის ფართო მასების მხარდაჭერით. ახასიათებს დემოკრატიული უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვა ან სრული გაუქმება. ასევე შეიარაღებული ძალების ორგანოების და საშუალებების (არმია, პოლიცია, უშიშროების სამსახური და სხვა) გაბატონება საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში, შეუზღუდველი და უკონტროლო ძალაუფლება, ოპოზიციური ძალების აკრძალვა და ფიზიკური ტერორი თავისუფლად მოაზროვნეთა წინააღმდეგ და ა.შ.


სამხედრო დიქტატურა მყარდება გადატრიალების, ამბოხების, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების შედეგად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები