სამხედრო დღესასწაულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Samxedro dResaswauli.jpg

სამხედრო დღესასწაულები – საზეიმოდ აღსანიშნავი თარიღები (დღეები), რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული ქვეყნის ისტორიის, შეიარაღებული ძალების ცხოვრებაში ღირშესანიშნავი მოვლენების აღსანიშნავად. ასეთი ყოველწლიური დღესასწაულების რიცხვს განეკუთვნება: საერთო-სახელმწიფოებრივი სამხედრო დღესასწაულები იმ თვალსაჩინო სამხედრო მოვლენების აღსანიშნავად, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ერის ისტორიაში და მთლიანად ეროვნულ სამხედრო მშენებლობაში; შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ფლოტების) გვარეობების და ძალების სამხედრო დღესასწაულები უკავშირდება მათი ისტორიის ღირსსახსოვარ თარიღებს;

ნაწილების (ხომალდების) ყოველწლიური სამხედრო დღესასწაულების გარდა არსებობს საიუბილეო სამხედრო დღესასწაულები, ე.ი. პერიოდულად აღსანიშნავი წლისთავები. ისინი დაკავშირებულია რომელიმე მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენის ან ცნობილი მხედართმთავრის ცხოვრების და მოღვაწეობის თარიღთან. შეიარაღებული ძალები და მათი პირადი შემადგენლობა მონაწილეობენ იმ საერთო-სახელმწიფოებრივი დღესასწაულების აღნიშვნაში, რომლებიც სამხედრო ისტორიასთან უშუალოდ არიან დაკავშირებული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები