სამხედრო კოალიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო კოალიცია - სახელმწიფოების დროებითი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც იქმნება კოალიციური ომების მომზადებისა და წარმოებისათვის. სამხედრო კოალიციის სამხედრო და პოლიტიკურ მიზნებსა და თავისებურებებს განაპირობებს საერთაშორისო ვითარება, კოალიციის მონაწილე სახელმწიფოების სამხედრო და პოლიტიკური მდგომარეობა, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა და სხვა.

სამხედრო კოალიციის ფარგლებში, ჩვეულებრივ, გათვალისწინებულია მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და საკუთრივ სამხედრო საქმიანობის კოორდინაცია, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში - კოალიციური შეიარაღებული ძალების შექმნა ერთიანი სარდლობით. სამხედრო კოალიციები შეიძლება იყოს აგრესიული, დამპყრობლური ომების მომზადებისა და წარმოებისათვის შექმნილი ან თავდაცვითი, რომელთა მიზანიც არის აგრესიის მოგერიება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები