სამხედრო მოქმედებების კოორდინაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო მოქმედებების კოორდინაცია – შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების შეთანხმებული მოქმედება საერთო მიზნების მისაღწევად. წარმოადგენს სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ხელმძღვანელობის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას.
სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის დროს განისაზღვრება შესათანხმებელი მოქმედებების სახეობები და მიზნები, მონაწილე შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების შემადგენლობა, შესასრულებელი ამოცანების ხასიათი და მოცულობა, ხერხები, თანამიმდევრობა და შესრულების ვადები.