სამხედრო მრეწველობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მრეწველობა – ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის ნაწილი, რომელიც აწარმოებს სამხედრო პროდუქციას. სახელმწიფოს [[სამხედრო ეკონომიკა|სამხედრო ეკონომიკის]] და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მოიცავს მრეწველობის შემდეგ დარგებს: საარტილერიო, საბრძოლო მასალების, სასროლი იარაღის, სატანკო წარმოებას, სამხედრო გემთმშენებლობას, აგრეთვე სამხედრო პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენებულ სიმძლავრეებს – საავიაციო, რადიოელექტრონულ, სარაკეტო-კოსმოსურ და სხვა.

ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში სამხედრო მრეწველობა ფუნქციონირებს, როგორც ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ძირითადი კომპონენტი. სამხედრო საქმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნები სამხედრო მრეწველობის ეფექტიანობისადმი. I მსოფლიო ომის წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და რუსეთმა გამოუშვეს 9,2 ათ. ტანკი, დაახლოებით 140 ათ. ქვემეხი. II მსოფლიო ომის წლებში მისმა მთავარმა მონაწილეებმა – 10-ჯერ მეტი საარტილერიო ქვემეხი, 30-ჯერ მეტი ჯავშანსატანკო ტექნიკა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები