სამხედრო ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ორგანიზაცია (სახელმწიფოსი) - შეიარაღებული სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური, სამხედრო-სამეცნიერო და სახელმწიფოს სხვა ორგანოების, დაწესებულებების და ინსტიტუტების ერთობლიობა, რომლებიც ეწევიან სამხედრო საქმიანობას.

სამხედრო ორგანიზაციის ძირითად ელემენტს წარმოადგენს სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეიარაღებული ფორმირებები, აგრეთვე სამხედრო-ადმინისტრაციული, სამხედრო-სამართლებრივი ორგანოები. შეიარაღებული ორგანიზაციის ბირთვს შეადგენენ შეიარაღებული ძალები.

სამხედრო ორგანიზაციის მეორე ელემენტია სახელმწიფოს შეიარაღებული ორგანიზაციის ფუნქციონირება. ამ სისტემის წამყვან რგოლს წარმოადგენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ეკონომიკის და მეცნიერების სხვა დარგების ნაწილი, რომლებიც უპირატესად სამხედრო სფეროში მუშაობენ.

სამხედრო ორგანიზაციის მესამე ელემენტს შეადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და დაწესებულებები, პოლიტიკური ორგანოები და ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ უძღვებიან ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.

სამხედრო ორგანიზაციის დანიშნულება დამოკიდებულია სახელმწიფოს პოლიტიკის მიზნებსა და ხასიათზე. მის კონკრეტულ სტრუქტურას და ფუნქციებს განსაზღვრავენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინის, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, ეკონომიკის, საზოგადოების სოციალური და სულიერი მდგომარეობის, ისტორიული და ეროვნული ტრადიციების, ასევე სხვა ობიექტური ფაქტორების შესაბამისად. სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობა უზრუნველყოფს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის, შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერების საჭირო დონეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები