სამხედრო პოლიტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო პოლიტოლოგიასამხედრო მეცნიერების დარგი, სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინა, რომელიც წარმოაჩენს სამხედრო ძალის როლს კაცობრიობის ისტორიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, სახელმწიფოების საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ასევე მისი ორგანიზაციის და გამოყენების ხერხებს. სამხედრო პოლიტოლოგია შეისწავლის სამხედრო ძალების მამოძრავებელ ფაქტორებს, სუბიექტებს და ფორმებს; თანამედროვე სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის მექანიზმს, სტრუქტურას და ინსტიტუტებს; სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების მდგომარეობას და განვითარების ტენდენციებს ცალკეულ ქვვეყნებში და მთლიანად მსოფლიოში; სამხედრო მშენებლობის თეორიის და პრაქტიკის სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებს; ძველ და თანამედროვე სამხედრო იდეოლოგიებს; სამხედრო პოლიტოლოგიური ცოდნის განვითარების ისტორიაში განასხვავებენ სამხედრო პოლიტოლოგიის კვლევის 3 დონეს:

  1. ზოგადი სამხედრო პოლიტოლოგია, შეისწავლის ფუნდამენტურ თეორიულ პრობლემებს (სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების არსი, მათი კანონზომიერება და პრინციპები, განვითარების ფაქტორები და თავისებურებები და სხვა);
  2. შედარებითი სამხედრო პოლიტოლოგია, მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის და ეპოქის სამხედრო-პოლიტიკური რეალობების და მათი განვითარების შესაძლო ტენდენციების ანალიზს;
  3. გამოყენებითი სამხედრო პოლიტოლოგიის, საგანია იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც ეხება სამხედრო მშენებლობის, სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკულ ამოცანებსა და პრობლემებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები