სამხედრო ტექნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ტექნიკა – ტექნიკური საშუალებები, რომლითაც აღჭურვილია შეიარაღებული ძალები საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველსაყოფად. სამხედრო ტექნიკაში შედის თვითმფრინავი, ხომალდი, ტანკი და სხვა, ასევე ჯარების (ძალების) მართვის, სპეციალური ტექნიკური, ლოგისტიკის, სწავლების საშუალებები და სხვა. „შეიარაღებას“ ზოგჯერ გამოყოფენ დამოუკიდებელ ცნებად (აქედან მომდინარეობს გამოთქმა „შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა“).

სამხედრო ტექნიკის ძირითადი ნაწილია საბრძოლო ტექნიკა. სამხედრო ტექნიკა შეიძლება დაიყოს შეიარაღებული ძალების სახეობების ან ჯარების გვარეობებისადმი კუთვნილების (სახმელეთო, სარაკეტო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ძალები, არტილერია, საინჟინრო ჯარები და სხვა), ან იარაღის (საავიაციო, სახომალდო, ჯავშანსატანკო, სარაკეტო და სხვა) მიხედვით. სამხედრო ტექნიკა შეადგენს სახელმწიფოების სამხედრო ქონების მთავარ მატერიალურ კომპონენტს, ხოლო ამ ტექნიკის სწრაფი განვითარება მათი არმიების ბრძოლისუნარიანობის მაღალი დონის ერთ-ერთი პირობაა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები