სამხედრო ძალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ძალა – იძულების იმ საშუალებათა ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფო ან სხვა სუბიექტები იყენებენ შიდა და გარე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მოიცავს შეიარაღებულ ძალებს და სხვა სამხედრო ფორმირებებს. მათ ქმნის სახელმწიფო, ხოლო ზოგ შემთხვევაში – პოლიტიკური პარტია და მოძრაობა. სამხედრო ძალას შეიძლება მიმართონ უშუალოდ ან როგორც ძალის მუქარას. იგი ემსახურება საზოგადოების და სახელმწიფოს დაცვას შეიარაღებული ძალადობისაგან, შიდა ან გარეშე სამხედრო ექსპანსიისაგან, ასევე – კანონიერი სახელმწიფო ხელისუფლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გაეროს წესდება მართლზომიერად ცნობს სამხედრო ძალის გამოყენებას თავდაცვის მიზნით, ხოლო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით – როდესაც საფრთხე ექმნება მშვიდობას, ირღვევა მშვიდობა ან ხორციელდება აგრესიის აქტი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები