სამხედრო წოდებები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო წოდებები - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცრები მსახურობდნენ იმ წოდებებით, რომელი წოდებებიც მათ ჰქონდათ რუსულ არმიაში.

თავდაპირველად მათ წოდებები ემატებოდათ თავის გამოჩენის მიხედვით. 1919 წლის 31 ივლისს მიიღეს კანონი სამხედრო პირთა ხარისხების დებულების შეცვლის შესახებ. კანონის თანახმად, საქართველოს რეგულარულ ჯარში სამხედრო წოდება თანამდებობის შესაბამისად მიენიჭებოდა. რეგულარულ ჯარში დაწესდა ოფიცერთა შემდეგი თანამდებობები:

გენერალი - პირი, რომელიც მეთაურობდა ბრიგადას, ან ეჭირა უფრო მაღალი თანამდებობა, ან ეჭირა თანაბარი თანამდებობა სამხედრო უწყების სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში;
პოლკოვნიკი - ერთეულის უფროსი ან პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა უჭირავს სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში;
მაიორი - ერთეულის უფროსის თანაშემწე, დამოუკიდებელი ნაწილის უფროსი და ის პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა უჭირავს სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში;
კაპიტანი - გუნდის უფროსი ან ის პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა უჭირავს სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში;
უფროსი ლეიტენანტი - გუნდის უფროსი ოფიცერი;
ლეიტენანტი - ყველა სხვა უმცროსი ოფიცერი.

რიგითი ჯარისკაცების შემადგენლობაში უნტერ-ოფიცრები მოიხსენიებოდნენ როგორც ნაცვლები. სახალხო გვარდიაში არ არსებობდა ოფიცერთა ხარისხები და მეთაურები, ოფიციალურად დაკავებული თანამდებობების მიხედვით, იწოდებოდნენ, მაგ., ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად, ათასეულის მეთაურად.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყების მიმართ, 1 აგვისტო 1919, №162.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები