სამხრეთი კორეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთ კორეის დროშა

სამხრეთი კორეა - (Korea – კორეის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, მდებარეობს კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება იაპონიის ზღვა, დასავლეთით - ყვითელი ზღვა, სამხრეთით - კორეის სრუტე, რომელიც გამოყოფს მას იაპონიისაგან.

ფართობი - 98,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 48,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – კორეული.

დედაქალაქი - ქ. სეული.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად და 5 პროვინციის სტატუსიან ქალაქად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ეროვნულ კრებას (ერთპალატიან პარლამენტს), აღმასრულებელი – პრეზიდენტსა და მთავრობას. კ-ის რესპუბლიკა აღიარეს 1948 წლის 15 აგვისტოს. 1951 წელს შეიჭრა ჩრდილოეთ კორეა, ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 1961 და 1980 წლებში მოხდა სამხედრო გადატრიალებები. 1991 წელს ჩრდილოეთ კორეასთან ხელი მოეწერა თვადაუსხმელობის აქტს. 1992 წლიდან გაეროს წევრია. 2000 წლიდან დაიწყო „დათბობის პერიოდი“ მხარეებს შორის.

სამხრეთი კორეის რესპუბლიკა დინამიკურად განვითარებადი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, რედიოელექტრონული, ქიმიური მრეწველობა და გემთმშენებლობა.

სოფლის მეურნეობის საფუძველში – მცენარეული კულტურების მოყვანა.

სამხედრო მრეწველობა უშვებს ტანკებს, თვითმფრინავებს, ჯავშან-ტექნიკას, ვერტმფრენებს, ხომალდებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და ტყვია- წამალს.

საზღვაო პორტებია: ინჩხონი, პუსანი, ულსანი, ფხოპანი.

საერთაშორისო აეროპორტებია: კიმპხო (სეული), კიმხე (პუსანი), ჩეჯუ.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 653 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 520 ათ., სამხედრო-საჰაერო 65 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 68 ათ.. რეზერვი – 320 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული ფორმით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები