სანაპირო გამაგრებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანაპირო გამაგრებები – ხანგამძლე და საველე საფორტიფიკაციო ნაგებობების სისტემა, რომელიც სანაპირო თავდაცვის ნაწილს შეადგენს. იგება ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან მონაკვეთებზე დასაცავი ობიექტების (სამხედრო-საზღვაო ბაზების, ნავსადგურების, სრუტეების, კუნძულების, სამხედრო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრების, ზღვისპირა კომუნიკაციების, ნაპირის ხაზის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის რელიეფის) პოლიტიკური, სტრატეგიული და სამხედრო მნიშვნელობის გათვალისწინებით. თანამედროვე სანაპირო გამაგრებები მოიცავენ საცეცხლე ნაგებობების და პირადი შემადგენლობის, ტექნიკის და საბრძოლო მასალების საფრების კომპლექსებს. მათ შორის სანაპირო სარაკეტოსაარტილერიო, სახმელეთო ჯარების, საჰაერო თავდაცვის შენაერთების (ნაწილების) პოზიციებს ზღვისპირა გამაგრებულ რაიონებში და თავშესაფრებს მართვის პუნქტებში. ასევე საზღვაო (ზღვისპირა) სიმაგრეებსა და ფორტების საინჟინრო ნაგებობებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები