სანაწილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანაწილე

სანაწილე - ვერცხლის ან სხვა რომელიმე ძვირფასი ლითონის ყუთი (ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კიდობანსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა), რომელშიც ინახება ქრისტეს წმიდა სისხლისა და ხორცის ნაწილები, რომლებითაც მღვდელი აზიარებს მომაკვდავს და იყენებს პირველშეწირულის წირვისათვის. ამ ნაწილებს მღვდელი ამზადებს დიდ ხუთშაბათს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს. სანაწილედ ამ ბოლო დროს გამოიყენება პატარა, სიმბოლური ეკლესია.




წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები