სანქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანქცია – sanction, <ლათ. sanctio umkacresi dadgenileba),

  1. ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო ღონისძიებები გამოყენებული საერთაშორისო სამართალში იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებმაც დაარღვიეს საერთაშორისო ხელშეკრულებები;
  2. ნებართვა, თანხმობა, დადასტურება, მოწონება.
  3. იძულებითი ზემოქმედების ღონისძიებები სამეურნეო და ფინანსური საქმიანობის ნორმალურად გაძღოლის წესების დამრღვევთა მიმართ. სანქციები ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების, ფინანსური და საგადასახადო ორგანოების, აგრეთვე ბანკების მხრიდან. სანქციები მოიცავს: საქმიანობის აკრძალვას ან შეზღუდვას, მატერიალური და ფულადი საშუალებების ამოღებას.

განასხვავებენ შემდეგი სახის სანქციებს;

  1. სახელშეკრულებო (ჯარიმები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის;
  2. საკრედიტო (საბანკო), გამოიყენება ბანკების მიერ საკრედიტო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში;
  3. ფინანსური (ფინანსურ-საგადასახადო დისცი პლინის დარღვევისას).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები