სან-მარინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-მარინოს დროშა

სან-მარინო (San-Marino – სან-მარინოს რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ზღვაზე გასასვლელის გარეშე. გარს აკრავს იტალიის ტერიტორია.

ფართობი – 61 კმ2.

მოსახლეობა – 30 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – იტალიური.

დედაქალაქი – ქ. სან-მარინო.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ (ციხესიმაგრე).

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ორი კაპიტან-რეგენტი, საკანონმდებლო ორგანო – დიდი გენერალური საბჭო.

სახელმწიფოს დაარსების დღე აითვლება 301 წლიდან. სან-მარინოს ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული იტალიასთან.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ტურიზმი და სოფლის მეურნეობა (მარცვლეულის წარმოება, მეღვინეობა, მეცხოველეობა), საფოსტო მარკების და მონეტების გამოშვება.

სან-მარინოს შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, ქვეყნის დაცვის ფუნქციას ასრულებს იტალიის შეიარაღებული ძალები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები