სან-ტომე და პრინსიპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-ტომე და პრინსიპის დროშა

სან-ტომე და პრინსიპი (San-Tome and Principe – სან-ტომესა და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა)სახელმწიფო აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, გვინეის ყურეში განლაგებულ სან-ტომეს, პრინსიპის და სხვა კუნძულებზე.

ფართობი – 964 კმ2.

მოსახლეობა – 160 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – პორტუგალიური.

დედაქალაქი – ქ. სან-ტომე.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კრება, აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1975 წლის 12 ივლისს.

ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა (კაკაო, ყავა, ბანანი და სიმინდი).

საზღვაო პორტებია: სან-ტომე, სანტუ-ანტონიუ.

საერთაშორისო აეროპორტი – სან-ტომე.

ჰყავს მოძველებული სისტემით შეიარაღებული მცირე რაოდენობის სამხედრო ძალები. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები