საომარი მდგომარეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საომარი მდგომარეობა – განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელსაც აწესებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საგანგებო ვითარების (ომის, აჯანყების და ა.შ.) დროს.

მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციის თანახმად, მისი შემოღება ხდება პრეზიდენტის ბრძანებულებით ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ან უშუალო საფრთხის შემთხვევაში.

საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციები თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და სახელმწიფო უსაფრთხოების დარგში გადაეცემა სამხედრო ხელისუფლებას. მოქალაქეებს ეკისრებათ დამატებითი ვალდებულებები და ამავე დროს იზღუდება მათი უფლებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები