საომარი მოქმედებების საოკეანო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საომარი მოქმედებების საოკეანო თეატრი - მსოფლიო ოკეანის აკვატორიის გეოგრაფიულად განცალკევებული ნაწილი კუნძულებით, მიმდებარე კონტინენტების ზოლითა და მათ თავზე არსებული საჰაერო-კოსმოსური სივრცით. იქ ბაზირებულია, იშლება, ხოლო ომის დროს აწარმოებენ საომარ მოქმედებას მოწინააღმდეგე მხარეების შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები (სამხედრო-საზღვაო ძალების, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებები).

ისტორიულად ჩამოყალიბებულად ითვლება სამხედრო მოქმედებების ატლანტის, არქტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების თეატრები. ზოგჯერ ლიტერატურაში ოკეანეთა აკვატორიებს, დიდი მასშტაბის გამო, განაკუთვნებენ არა სამხედრო მოქმედებების თეატრებს, არამედ ომის თეატრებს.

საომარი მოქმედებების საოკეანო თეატრის საზღვრებს ადგენს სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოგრაფიული და საკუთრივ სამხედრო ფაქტორების გათვალისწინებით. საომარი მოქმედებების საოკეანო თეატრის ფარგლებში შეიძლება გამოიყოს ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რაიონები (ზონები) და ცალკეული მიმართულებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები