სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვა - ძალების და საშუალებების, აგრეთვე ღონისძიებების, საინფორმაციო-სადაზვერვო საბრძოლო მოქმედებების კომპლექსი. ის ხორციელდება სარაკეტო-ბირთვული თავდასხმის შესახებ უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობის დროული გაფრთხილებით კოსმოსში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამოვლენის და სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების მოგერიების მიზნით; საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის შემადგენელი ნაწილი.

სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის საფუძველს შეადგენს სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების სისტემა. იგი მოიცავს ჰორიზონტის ზემოთ რადიოლოკაციის სახმელეთო საშუალებების ქსელს, რომელიც მათი ფრენის ტრაექტორიების პარამეტრებს განსაზღვრავს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები