ჯაყელი სარგის (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სარგის (II) ჯაყელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარგის (II) ჯაყელი - ბექა მანდატურთუხუცესის უფროსი ძე; სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი 1308-1334 წწ. მანდატურთუხუცესის თანამდებობით იხსენიება იგი ანჩის კარედი ხატის წარწერაში. სარგისი გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „სამცხის სპასალარი სარგიზ და მხატუართუხუცეს“ (ვ. ბერიძე). მიჩნეულია, რომ წარწერაში, სავარაუდოდ, შეცდომაა და „მხტრთუხუცეს“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „მ{ნდ}ტრთუხცეს“. რამდენადაც წარწერა განთავსებულია სარგისის გამოსახულების თავთან, მარჯვენა მხარეს, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყვარყვარე ამირსპასალარის გამოსახულებას, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს. ამდენად, ბექა (I)-ის შვილებიდან მანდატურთუხუცესის ხელის მფლობელი მხოლოდ სარგის (I) უნდა ყოფილიყო.



წყაროები და ლიტერატურა

  • ბერიძე 1954: 124;
  • მესხია 1979: 53-54;
  • საყვარელიძე 1976: 80;
  • კლდიაშვილი 1981: 66-68.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები