სარეზერვო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარეზერვო ჯარები

1. ჯარები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს იქმნება და ომის დროს გამოიყენება შეიარაღებული ძალების სწრაფი მობილიზაციისათვის.

ზოგიერთი ქვეყნის არმიაში მათ ძირითად კომპონენტებს განეკუთვნება:

კომპლექტდება პირადი შემადგენლობით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო სამსახური ან გავლილი აქვს შესაბამისი სამხედრო სწავლება.

სარეზერვო ჯარების ორგანიზაცია, როგორც წესი, რეგულარული ჯარების ორგანიზაციის ანალოგიურია. მშვიდობიანობის დროს სარეზერვო ჯარები გამოიყენება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, სტიქიურ უბედურებათა შედეგების სალიკვიდაციოდ და სხვა;

2. ავსტრია-უნგრეთის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების ჯარების კატეგორია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დამდეგს. განკუთვნილი იყო ციხესიმაგრეებში და ქვეყნის შიგნით საგარნიზონო სამსახურისთვის, კომუნიკაციების დაცვისა და მოქმედი არმიის შევსებისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები